Загрузка...

ვერძი
კოსმიური ძალების გარდასახვის დღეა, რომელსაც იმედგაცრუება და ბედის უეცარი შემობრუნება მოაქვს. სავარაუდოდ, ახალ გეგმებსა და იმედებს ასრულება არ უწერია. სასურველ შემოსავალს ვერც კომერციული ოპერაციები მოგიტანთ. საქმე, რომელსაც მგზავრობა უკავშირდება, ჩაიშლება. სასიცოცხლო პოტენციალის შემცირება ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მოსალოდნელია გაუგებრობები, შეცდომები და სიყვარულში იმედგაცრუება.

კურო
მოსალოდნელია განწყობის უეცარი ცვლილება, უმიზეზო გაღიზიანება, როცა ფიქრობ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა. მოთმინება გამოიჩინეთ და შავი ღრუბელი მალე გაიფანტება. შესაძლოა, ყველა საკითხი გაარკვიოთ, რომელიც ამჟამად გაღელვებთ, ახლობლებთანაც ჰარმონიული ურთიერთობა დაამყაროთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეცადეთ, ფიზიკურად და გონებრივად არ გადაიღალოთ, თორემ მოსალოდნელია ტრავმები და ნერვიული აშლილობა.

Загрузка...

ტყუპები
დასვენებისა და განწმენდის დღეა. შესაძლოა, წარმატებით დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე და ყველა მტკივნეული პრობლემა გადაჭრათ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოსალოდნელია ტრავმები და ნერვული სტრესი. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, აუცილებლად მიდით ექიმთან, რომ მდგომარეობა არ გართულდეს.

კირჩხიბი
გეჩვენებათ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, თუმცა ასე არაა. ღრუბლები მალე გაიფანტება და საკუთარი თავის რწმენას ისევ დაიბრუნებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეცადეთ, რაციონში ნაკლებად ცხიმიანი და ჯანსაღი პროდუქტები შეიტანოთ. თავისუფალ დროს, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ლომი
მშვენიერი დღეა აქტიური დასვენებისთვის, ზამთრის პარკში სეირნობისა და მეგობრებთან ერთად კოცონთან ან ბუხართან საუბრებისთვის. ერიდეთ მძიმე, ფიზიკურ დატვირთვას და საქმეს, რომელიც სწრაფ რეაქციას მოითხოვს. ნუ გადაიღლებით.

ქალწული
სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითების გამო, გადაღლა სასურველი არ არის. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყების, დოკუმენტებზე ხელის მოწერისა და მანქანის სწრაფად ტარებისგან. მოსალოდნელია შეცდომები და გაუგებრობები. სიყვარულში იმედგაცრუებას მძიმედ გადაიტანთ. თუ დახმარება გჭირდებათ, ახლო ნათესავებსა და ძველ მეგობრებს მიმართეთ.

სასწორი
ნეგატიური დღეა. შინაგანი განგაში იმის მანიშნებელია, რომ რომანტიკული პერიოდები სრულდება, რადგან პარტნიორის გრძნობების გაუთვალისწინებლად, სასურველის სწრაფად მიღების სურვილი თქვენს სამომავლო ურთიერთობას გააფუჭებს. მგზავრობა, მოგზაურობა და მსხვილი შენაძენი უკეთესი დროისთვის უნდა გადადოთ.

მორიელი
ამ დღეს სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ცოტათი განერვიულებული ხართ. იფიქრეთ საკუთარი იმუნიტეტის გამაგრებაზე, რადგან მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ახალი დაავადებების გამოჩენა. შესაძლოა, ძველ ნაცნობს შეხვდეთ, რომლის დანახვა ადრე ძალიან გაღელვებდათ.

მშვილდოსანი
კოსმიური ენერგიების გარდაქმნა თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს ისე აამაღლებს, რომ მომხდარის ობიექტურად შეფასება გაგიჭირდებათ. ყურადღებით იყავით. შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რომ რამდენიმე საქმე ერთდროულად აკეთოთ. გამორიცხული არაა, რომ რამდენიმე ისეთი ნიუანსი გაგეპაროთ, რომელიც საბოლოო შედეგზე აისახება. ერიდეთ უსარგებლო კამათსა და ემოციურ გამოსვლებს, რაზეც მოგვიანებით ინანებთ. ოპტიმიზმი და სიმამაცე საშუალებას მოგცემთ, უსიამოვნო სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვიდეთ.

თხის რქა
თავს სტაბილურად და სულიერად გაწონასწორებულად გრძნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორის ღირსებები ობიექტურად შეაფასოთ და სასურველი რეალობად არ მიიღოთ. სავარაუდოდ, თქვენი ტრადიციების მოყვარული ხასიათი და სიახლეების შიში, რამდენიმე ნაცნობს დაგაკარგვინებთ, თუმცა ბევრი უსიამოვნებისგან გიხსნით. ეცადეთ, ამ დღეს რაც შეიძლება მეტი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, რაც განსაკუთრებით ბავშვებს გაახარებთ.

მერწყული
ეს დღე სავსეა ცდუნებით, ილუზიებითა და ტყუილებით. შესაძლოა, თავის ტკივილმა და ცუდმა შეგრძნებებმა შეგაწუხოთ. ადამიანებთან ურთიერთობაში წინდახედულება გამოიჩინეთ: მოსალოდნელია მცდარი ინფორმაცია და აშკარა ტყუილი. უმჯობესია, მოვლენების დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და არანაირ კამათსა და დისკუსიაში არ ჩაერიოთ, თორემ ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ.

თევზები
სასიამოვნო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, თუმცა ყველა თევზი ვერ მისცემს თავს ამის უფლებას, ფინანსების ნაკლებობის გამო. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები წინასწარ გათვალოთ. ეცადეთ, საკუთარ სახლში სიმშვიდე და ჰარმონია დაამყაროთ. ამ დღეს თქვენი მთავარი მტერი მოუთმენლობა და გაღიზიანებაა.

Загрузка...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here