ჩვეულებრივი კოსმეტიკური პროცედურის გამო, მე-13 დაბადების დღე გოგონასათვის ნამდვილი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ოჰაიოს მკვიდრმა ქრისტინა ჯონსონმა გაიგო, რომ მისმა ქალიშვილმა, კელსიმ საკუთარ დაბადების დღეზე, თმის ვარცხნილობის მცირედად შეცვლა გადაწყვიტა. დედაც სიამოვნებით დაეხმარა და თავად შეურჩია სტილისტი. კელსი ოდნავ გაღიავებული თმებით დაბრუნდა სახლში. ქრისტინამაც ვერ დამალა კმაყოფილება და ქალიშვილის სურათები ახალი ვარცხნილობით სოციალურ ქსელში ატვირთა.

რამდენიმე დღეში ქრისტინას გვერდზე ახალი სურათები გამოჩნდა, სადაც ნამტირალევი კელსი სახეს ხელებით იფარავდა. სადღაც გამქრალიყო მისი გრძელი თმა. ბავშვს თმა მთლიანად გადაპარსული ჰქონდა.

როგორც აღმოჩნდა, მამა, რომელიც განქორწინებულია დედასთან, და დედინაცვალი იმაზე გაცხარებულან, რომ პატარა გოგონამ მათგან არ აიღო ნებართვა და დასჯის მიზნით ის ბიჭივით გადაპარსეს. “ნებისიერი შენი მოქმედება უშედეგოდ არ ჩაივლის” – უთქვამთ მათ.

გოგონას ისტორიამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. კელსის ფოტოებზე უამრავი კომენტარი გაკეთდა. მომხმარებლების უმრავლესობის აზრით, მამის მოქმედება გოგონას დასჯა კი არა, დამცირება უფრო იყო.

“მამამ ბავშვი გამოიყენა, რომ მისი დედისთვის გადაეხადა სამაგიერო, ეს გულისამრევი უზნეობაა” – ამბობს დევინ მარი.
“თუ საკუთარი დედა არაა წინააღმდეგი, ვის აქვს უფლება აუკრძალოს ბავშვს თმის გაღიავება. ეს უნდა შეფასდეს როგორც ძალადობა”.
“არ დატოვოთ ეს დაუსჯელი”, – ისმოდა აღელვებული
ხალხის მოწოდებები კომენტარებში.

მოგვიანებით მამის და დედინაცვლის ქმედებით შრომის და ოჯახური უზრუნველყოფის დეპარტამენტი დაინტერესდა და ადმინისტრაციული შვებულების სახით ორივე რაღაც დროით სამსახურს ჩამოაცილეს (ორივენი მეხანძრეები არიან). ქრისტინამ ისევ წაიყვანა კელსი სილამაზის სალონში, სადაც მას ლამაზი პარიკი შეურჩიეს და პირველად, რამდენიმე კვირის შემდეგ, კელსის სახეზე კვლავ ღიმილმა დაისადგურა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here